გაგვახარეთ, ეწვიეთ რა ჩვენს საიტს!

мар
10
2012
194

ბრიტანელი მომღერალი Adele

ბრიტანელი მომღერალი, პოპ-ჯაზ/სოულის შემსრულებელი, ადელი 1985 წლის 5 მაისს დაიბადა.

სადებიუტო ალბომი „19“, 2008 წლის 28 ნოემბერს გამოვიდა და ერთ კვირაში „UK Album Charts“-ის სათავეში მოექცა. ფირფიტამ „პლატინის“ სტატუსი მიიღო და 2008 წელს ნომინირებული იქნა „Mercury Prize 2008“-ზე.

ადელ ედკინსი პირეელად სკოლის სცენაზე გამოვიდა, სადაც კომპოზიცია „Rise“ შეასრულა. შემდეგ ჩააბარა კროიდონში The BRIT School (for Performing Arts & Technology), სადაც სწავლა 2006 წლის მაისში დაასრულა. ორი თვის შემდეგ მან გამოაქვეყნა ორი კომპოზიცია. 

ვრცლად...

ლეონარდო და ვინჩის ახლად აღმოჩენილი ტილო ლონდონში გამოჩნდება

ლეონარდო და ვინჩის ახლად აღმოჩენილ ტილოს, ფართო საზოგადოება ლონდონის ნაციონალურ გალერეაში იხილავს. გამოფენა მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება.

ნახატი „სამყაროს გადამრჩენელი“ 1500 წლისაა. აღნიშნულ ტილოზე

გამოსახულია იესო ქრისტე.

ვრცლად...

ხერხემლის გამრუდება და ვარჯიშები

სქოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც გამოწვეულია მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სტრუქტურული ცვლილებებით. 

სქოლიოზის მკურნალობის დროს, რომელიმე ერთ მეთოდზე (მანუალურ თერაპიაზე, მედიკამენტოზურ თერაპიაზე, სამკურნალო ფიზკულტურაზე) ჩაციკვლა შეცდომა იქნება. აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა და ამ მეთოდების საჭიროებისამებრ, კომბინირებული გამოყენება.

ვრცლად...

Travel Channel"-ის ეთერში საქართველოზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი გავა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტელეარხ "Travel Channel"-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოზე დოკუმენტური ფილმი "Essential Georgia" შეიქმნება, რომელიც "Travel Channel"-ის ეთერში გავა.

Travel Channel-ის გადაცემა ESSENTIAL ორიენტირებულია, აღმოაჩინოს და მაყურებელს გააცნოს ის საუკეთესო საშუალებები და დასასვენებელი ადგილები, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დროის განუმეორებლად გატარებას და საუცხოოდ დასვენებას. ამჯერად ამ სატელევიზიო გადაცემის კიდევ ერთი სერიის გადაღება, რომელსაც Essential Georgia ერქმევა, საქართველოში იგეგმება. გადამღები ჯგუფი იმოგზაურებს კახეთში, სვანეთში, ბათუმში, გადაიღებს გორსა და თბილისს.

ვრცლად...

აშშ-ს ფოსტა იძულებულია თანამშრომელთა რაოდენობა 120 ათასით შეამციროს

აშშ-ს სახელმწიფო საფოსტო სამსახური - United States Postal Service, (USPS) იძულებულია თანამშრომელთა რაოდენობა 120 ათასით შეამციროს. USPS იძულებულია ასევე უარი თქვას საპენსიო პროგრამაში და ასევე სამედიცინო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც აშშ-ს კონგრესზეა. 

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ United States Postal Service-ის ზარალი, მიმდიანრე ფინანსური წლის 9 თვეში, 5,5 %-ით გაიზარდა და 5,4 მლრდ. დოლარი შეადგინა. ასეთ ფონზე კომპანიამ შესაძლოა სულ მალე დეფოლტიც კი გამოაცხადოის, თუ კი კონგრესი მის დახმარებაზე უარს იტყვის და კომპანიახ თანამშრომლების დათხოვნის უფლებას არ მისცემს. 

USPS=ს ამ დროისათვის სახელმწიფო დოტაციაზე აღარ იმყოფება, რადგანაც კომპანია რეფორმირების გზაზეა. გადაზიდვების შემცირებასთან ერთად კომნპანიის ზარალი განაპირობა იმასაც, რომ შემოსავალი მთლიანად თანამშრომელთა ხელფასებზე და სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში მონაწილეობაზე იხარჯება.